თეგი: საზინიტო დანადგარები

რუსეთმა ბელორუსში საზენიტო სარაკეტო სისტემები Tor-M2K-ი განათავსა

ბელორუსში რუსეთის ფედერაციიდან Tor-M2K-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების კიდევ ერთი პარტია ჩავიდა. ინფორმაციას ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  თავდაცვის მინისტრის თანაშემწის, ლეონიდ კასინსკის განცახდებით, იარაღის პარტია ბელორუსსა და რუსეთს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში მიიღეს.  მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ეს კომპლექსები განაწილდება ფორმირებებში და სამხედრო ნაწილებში. Tor-M2K-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების ძირითადი ამოცანებია - სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების თუ სამხედრო ნაწილების დაცვა. ამ მოდიფიკაციის Tor-M2K-ი მოიცავს რვა საზენიტო მართვად რაკეტას, რომელიც მოქმედებაში მოდის სამიზნის აღმოჩენიდან 5 წამის შემდეგ.